ბექა დავითულიანი - მოლოდინი, რაც პრეზიდენტის მიმართ გამაჩნია არის ის, რომ შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის არაფორმალური უფროსი და პრეზიდენტის ინსტიტუტს არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს

ერთადერთი მოლოდინი, რაც პრეზიდენტის მიმართ გამაჩნია არის ის, რომ შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის არაფორმალური უფროსი და პრეზიდენტის ინსტიტუტს არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრება, იმის მანიშნებელია, რომ ის კონსტიტუციის დარღვევას აგრძელებს.

„აგერ უკვე სასამართლომაც დაადასტურა, რომ [სალომე ზურაბიშვილი] არღვევს კონსტიტუციას. აგრძელებს ამ პრაქტიკას, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია, თუმცა ეს ჩვენთვის სიახლე აღარ არის და აღარავის გვიკვირს. დაარღვევს კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე. არავითარი მოლოდინი პრეზიდენტის მხრიდან არაფრის მიმართ არ მაქვს. ერთადერთი მოლოდინი რაც გამაჩნია პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის არაფორმალური უფროსი და პრეზიდენტის ინსტიტუტს გამოიყენებს არჩევნების დისკრედიტაციისთვის, იმიტომ რომ აპრიორი ახლავე იცის, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებს წააგებს“, - განაცხადა დავითულიანმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია