ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა იმართება.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება თამაზ გინტურის მკვლელობის, ასევე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებისა და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი.

„ბუნებრივია, თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი იქნება დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საგანი, ვინაიდან გვსურს მოვისმინოთ, რა ღონისძიებები გატარდა მკვლელების მიმართ. ასევე, მთავარი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება. ასევე, განვიხილავთ ბორდერიზაციის ფაქტებს, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში დაფიქსირდა“,-განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მან ასევე განმარტა, დააყენებს თუ არა ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელის დავით გურწიევის საკითხს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, დე-ფაქტო ცხინვალი ახალგორის პროკურორად ნიშნავს.

„დავით გურწიევთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია წლების მანძილზე არის ცნობილი. ეს პიროვნება გახლავთ „ნტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი და მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა. გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო