მამუკა მდინარაძე - ადრე იყო ციმბირში გადასახლება, ახლა ხაზარაძემ გააუმჯობესა პირობები და მოსკოვში გადასახლებას გვპირდება

„ლელო“ თავს ჰყიდის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ცდილობს - ადრე ციმბირში გადასახლება იყო, ხაზარაძემ პირობები გააუმჯობესა და მოსკოვში გადასახლებას გვპირდება, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ლელო" ცდილობს ამომრჩეველს დააჯეროს, რომ ბარიერს გადალახავს, თუმცა, ის „6 პროცენტიც გაზრდილი და გაბერილია“.

„რამდენიმე დღეა ლაპარაკობენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და მოსვლაზე. ცდილობენ საზოგადოებას განცდა გაუჩინონ, რომ 6 პროცენტი აქვთ. ამით ისინი თავის თავს ყიდიან, რომ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას ან მოსვლას ცდილობენ "ნაცმოძრაობასთან" ერთად. ისინი ნაცმოძრაობის სტილში, საერთო წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან, ქვეცნობიერიდან გამომდინარე ყიდიან თავის თავს, როცა რეპრესიებს აანონსებენ. "ბიძინა ივანიშვილი წავა მოსკოვში, ესენი ყველა მოსკოვში წავლენ"- ამ დაზეპირებული მესიჯბოქსის შემდეგ, წამოცდენები აქვს მათ ლიდერ ხაზარაძეს, რომ არ არის პროკურორი. პროკურორი რა შუაშია?! ვინმემ ეს გაიგეთ? ადრე იყო ციმბირში გადასახლება, ახლა ხაზარაძემ გააუმჯობესა პირობები და მოსკოვში გადასახლებას გვპირდება. ვერასდროს გასცემს პასუხს კითხვაზე, რა შუაშია მის გამოგონილ მესიჯბოქსში პროკურორის როლი,“ - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს