დმიტრო  კულება - ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის სიგნალი ძალიან საჭირო და დასაფასებელია - შემდგომ ნაბიჯებს მოუთმენლად ველით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სენატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კანონპროექტის მიღებას მიესალმა.

„ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის ეს სიგნალი ძალიან საჭირო და დასაფასებელია. რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად, უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად და საერთაშორისო წესრიგის მხარდასაჭერად, რომელიც აშშ-ის დახმარებით შეიქმნა და რომელიც ყველა ამერიკელსა და სხვა თავისუფალ ერებს იცავს, ჩვენ შემდგომ ნაბიჯებს მოუთმენლად ველით“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

დმიტრო კულებამ „რესპუბლიკელ“ სენატორს, მიტჩ მაკონელსა და „დემოკრატ“ სენატორს, ჩაკ შუმერს უკრაინის დახმარებისთვის და აშშ-ის გლობალური პოზიციისა და სიძლიერის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა დღეს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კანონპროექტი მიიღო. აქედან 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვისაა განსაზღვრული. კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა