გიგა ბოკერია - რა თქმა უნდა, იგივე კურსი გაგრძელდება - ღარიბაშვილი მათივე პროპაგანდით საუკეთესო პრემიერი იყო და რომ ჰკითხეს, რატომ მიდიხარო, სხვისი ჯერია ახლაო, საბავშვო ბაღია

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყოველგვარი შეხედულებისა და ფასეულობისგან დაცლილი გუნდი, რომელსაც ჰყავს ბელადი და დონორო და ისინი წყვეტენ ყველაფერს, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ იგივე მიდგომები აქვს, რაც „ქართულ ოცნებას“ და ამით მას ვერ დაამარცხებს.

“„ქართული ოცნების“ შესაცვლელად მხოლოდ ხალხის მათ წინააღმდეგ განწყობა არაა საკმარისი. საჭიროა, რომ მის ალტერნატივაში არ გაიმარჯვოს იმავე მოდელის მქონდე მიდგომამ, რომ არის ვიღაც ბელადი.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყოველგვარი შეხედულებისა და ფასეულობისგან დაცლილი გუნდი, რომელსაც ჰყავს ბელადი და დონორო და ისინი წყვეტენ ყველაფერს. ერთადერთი, რაზეც შეიძლება დაპირისპირება იყოს, ბრენდის და სახელის ექსპლუატაციაზე და ამისთვის ყველა ყველაფერზეა წამსვლელი. მაგ მიდგომით ამ რეჟიმს ვერ დაამარცხებ.

ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც უბრალოდ ანარქისტული პოლიტიკური ძალაა. თურმე ანარქიაა წესრიგის დედა, „გირჩი“ განსაკუთრებით. სჯერათ თავისუფლების სახელით თავისუფლების დისკრედიტაციის.

მეორე პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც ერთი-ერთში „ქართული ოცნების“ 2012 წლის დაპირებებს იმეორებს: „ყველაფერს გაგიკეთებთ, ახალგაზრდებს ფულს გადავუხდით, პენსია უზარმაზარი იქნება“. მერე რომ მიადგებიან კალკულაციაზე, სასაცილო მდგომარეობაში ვარდებიან. ივანიშვილი ამ სიცრუეში შედარებით დამაჯერებელი იყო, მილიარდერი იყო, ჰქონდა ჭორვილა, ყველაფერს იხდიდა, მინი კომუნიზმი ჰქონდა “, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ გადაცემაში პრემიერ-მინისტრის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში „ქართული ოცნება“ არაფერს შეცვლის, რადგან დღევანდელ ხელისუფლებაში ცვლილებები შეხედულებების მიხედვით არ ხდება.

„ახალი პრემიერი მორიგი თოჯინაა. რა თქმა უნდა, იგივე კურსი გაგრძელდება. აქ ხომ მთელი სისტემა იმაზე არ არის აგებული, რომ ესენი რაღაც პოლიტიკური ფიგურები არიან. რატომ ცვლიან ხოლმე ბავშვები თოჯინებს, თოჯინა რომ მობეზრდებათ და გადააგდებენ? - მაგრამ ბავშვები საყვარლები არიან, ის კაცი ამ ეპითეტს არ იმსახურებს. ისე ექცევა თავის თანაგუნდელებს, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს. დამამცირებელი აბსურდი მოვისმინეთ ღარიბაშვილისგან. მათივე პროპაგანდით საუკეთესო პრემიერი იყო და რომ ჰკითხეს, რატომ მიდიხარო, სხვისი ჯერია ახლაო. საბავშვო ბაღია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე