„საქართველოს ბანკსა“ და „ტურინვესტ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ბანკი“, რეგიონების მხარდაჭერას და ბიზნესების გაძლიერებას აგრძელებს.

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „საქართველოს ბანკსა“ და „ტურინვესტ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„შესაბამის დოკუმენტს ხელი „ტურინვესტ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბაშიძემ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ქოქოსაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში, რუსთაველის #20 - ში, სასტუმრო Hampton by Hilton აშენდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 16 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობას და მის სრულად აღჭურვას მოხმარდება. 7 - სართულიანი სასტუმრო 1 500 კვ.მ ზე აშენდება და ის 143 ნომერს, სხვადასხვა სივრცეებს, რესტორანსა და მიწისქვეშა პარკინგს გააერთიანებს.

„ვამაყობთ, რომ „ტურინვესტ ჯგუფი“ განაგრძობს ქვეყნის და რეგიონის უმნიშვნელოვანეს სფეროში, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ინვესტირებას. დარწმუნებული ვართ, რომ Hilton-ის ბრენდის კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობით ჩვენი წვლილი შეგვაქვს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტებს ამაღლებაში, დასაქმების ხელშეწყობაში და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. „საქართველოს ბანკი“ 2010 წლიდან ჩვენი სანდო პარტნიორია და ეს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ. აღნიშნული პროექტი გამორჩეულია რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის უნიკალური ადგილმდებარეობით და არქიტექტურით. სასტუმრო „ძველ ბულვარში“, ქალაქის ისტორიულ ცენტრში შენდება და ის ურბანულ სტილს სინთეზურად შეერწყმება. სამომავლოდ, კვლავ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ინვესტირებას ვგეგმავთ, რაც Hampton by Hilton-ის შემდეგ, „კულტურულ-გასართობი ცენტრი არგო-ს“ განვითარებასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა „ტურინვესტ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბაშიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე