სოზარ სუბარი - ხაზარაძე საბჭოეთში ჩარჩა, როცა პროკურორები აციმბირებდნენ - კაცს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და პროკურატურის ფუნქცია არ იცის, სამარცხვინოა

ხაზარაძე საბჭოეთში ჩარჩა, როცა პროკურორები აციმბირებდნენ. კაცს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და პროკურატურის ფუნქცია არ იცის, ეს ხომ სამარცხვინოა,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „მართალია ის პროკურორი არ არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ იქნება მოსკოვში".

„ხაზარაძე, რომელიც შეზრდილი იყო ნაცმოძრაობასთან და რეჟიმის მთავარი „ჰალსტუხიანი რეკეტიორი" იყო, ახლა ცდილობს, მკვლელებს და მწამებლებს გაემიჯნოს, რაც გამორიცხულია. საზოგადოებამ კარგად იცის მისი წარსული. მეორე უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს და პროკურატურის ფუნქციებში ვერ ერკვევა, ელემენტარული ისიც კი არ იცის, რა უფლებამოსილება აქვს ამ ინსტიტუციას. მეორე მხრივ, მისი სიტყვები, რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი - დამაფიქრებელია. ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ სათავეში დაბრუნდება, შექმნის ისეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც მისთვის მიუღებელ ადამიანს ამ ქვეყანაში არ დაედგომება. ეს არაფერია, თუ არა ნაცმოძრაობის რეჟიმის ხელწერა, რაც ასევე მისი ხელწერაცაა", - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია