გარემოს დაცვის სამინისტრო - მაღალი ემისიის მქონე ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მუდმივი გადავადების პირობებში შეუძლებელი იქნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება

საქართველოს უმსხვილეს ქალაქებსა და საერთაშორისო მაგისტრალების გასწვრივ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია - მაღალი ემისიის მქონე ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მუდმივი გადავადების პირობებში შეუძლებელი იქნება ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისად ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების უფრო ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ტექნიკური რეგლამენტი არ შეეხება ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს და ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს.

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან ერთად, არაერთი რეგულაცია მიიღო, რომელთა აღსრულება-დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგულაცია, რომელიც სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირების მიზნით იქნა მიღებული, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს ევრო 5 ნორმას.

აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას, მათ შორის ავტომობილების იმპორტიორ კომპანიებს, ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდებოდათ. რეგლამენტის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო საავტომობილო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა. ავტომობილების იმპორტიორებთან კომუნიკაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულაცია ამოქმედდა მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ - 2024 წლის 1-ელი იანვარს.

მიუხედავად ამისა, 2023 წლის ბოლოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ავტომობილების საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დაადგინა შეღავათი. კერძოდ, 2023 წლის 29 დეკემბერს ცვლილება შევიდა ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის თანახმად, რეგულაცია აღარ ეხება იმ ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება ექსპორტიორი ქვეყნიდან დაიწყო 2023 წლის 1-ელი დეკემბრამდე.

დღეს საქართველოს უმსხვილეს ქალაქებსა და საერთაშორისო მაგისტრალების გასწვრივ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო სწორედ ავტომობილების გამონაბოლქვია, მაღალი ემისიის მქონე ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მუდმივი გადავადების პირობებში შეუძლებელი იქნება ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისად ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების უფრო ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა.

სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ტექნიკური რეგლამენტი არ შეეხება ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს და ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს. ასევე, არ ვრცელდება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებაზე, სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად და სახანძრო ან/და სამაშველო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა