ქუთაისი-ბარსელონას რეისზე არსებულ ბორტზე, ამ დროისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დასტურდება

ქუთაისი-ბარსელონას რეისზე არსებულ ბორტზე, ამ დროისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დასტურდება.

ამის შესახებ აეროპორტის გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს.

ირაკლი ქარქაშაძის თქმით, თვითმფრინავში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, რაც შეეხება ბარსელონას მიმართულებით ფრენას, ის 19:00-ზე საათზე შესრულდება. მგზავრები უკვე იმყოფებიან ასაფრენ დარბაზში. ჩაინიშნა ფრენები ყველა გადადებულ რეისზე და ისინი ეტაპობრივად განხორციელდება.

„ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე, ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება. მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში, აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და ჩვენ განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას და არცერთ სხვა რეისს არ ქონია შეფერხება და დაგვიანება, რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, როგორც ჩვენი კომპეტენცია აქ არ არის და შესაბამისი სამსახურები ასრულებენ პროცედურებს და დარწმუნებული ვარ, ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოცემული მომენტისთვის მიღებული ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება”, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა