ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ქუთაისი-ბარსელონას რეისი, რომელიც ავიაკომპანია Wizz air-ში შესული შეტყობინების საფუძველზე აეროპორტში დაბრუნდა, ადგილობრივი დროით, 19:00 საათზე შესრულდება.

ამასთან აღნიშნავენ, რომ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. რეისის 148-ივე მგზავრმა შემოწმება გაიარა და მათ აეროპორტში სათანადო მომსახურება გაეწიათ.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას და რეისებს შეფერხების გარეშე ემსახურება.

ქუთაისი-ბარსელონას რეისი, რომელიც ავიაკომპანია Wizz air-ში შესული შეტყობინების საფუძველზე აეროპორტში დაბრუნდა, ადგილობრივი დროით, 19:00 საათზე შესრულდება.

რეისის 148-ივე მგზავრმა შემოწმება გაიარა და მათ აეროპორტში სათანადო მომსახურება გაეწიათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად, თვითმფრინავის ბორტზე, რეისის ნომრით W66417, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ოპერატიულად განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება.

აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა