თორნიკე მამალაძე - საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით, თუ ვინ დგას რეალურად ამ საქმის უკან

საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით, თუ ვინ დგას რეალურად ამ საქმის უკან - დეკანოზს არც ვინმესთან უვაჭრია და არც ივაჭრებს, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიმალვაში ყოფნას არ აპირებენ.

„ჩვენი პირველი ნაბიჯია ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ საზოგადოებას მივაწვდით ეტაპობრივად ინფორმაციას „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით, თუ ვინ დგას რეალურად ამ საქმის უკან. ეს არ იქნება უბრალოდ საუბარი, ფაქტებზე იქნება დამყარებული. ჩემს ძმას უფლება აქვს, იმ ფაქტებზე, რაც სასამართლომ დახურა, ისაუბროს. პასუხგაუცემელ კითხვებს პასუხი გაეცემა. ნახეთ, რომ საღ გონებაზეა, სამწუხაროდ, ფიზიკურად არის დაუძლურებული, რაც მკურნალობას ექვემდებარება. არ ვაპირებთ მიმალვაში ყოფნას. ჩემს ძმას დაპატიმრებიდან პროკურატურა ეუბნებოდა ბრალი ეღიარებინა და იმ წუთას გამოვიდოდა, რაზეც ხელი არ მოაწერა. მას არც ვინმესთან უვაჭრია და არც ივაჭრებს”,-აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს საფუძველზე გათავისუფლდა. ინფორმაციისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა