საჯარო შესყიდვების რეფორმის ძირითადი ასპექტებისა და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის სიახლეების შესახებ შეხვედრა გაიმართება

საჯარო შესყიდვების რეფორმის ძირითადი ასპექტები და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ძირითადი სიახლეები - ამ თემაზე 15 თებერვალს შეხვედრა გაიმართება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება იმართება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მასპინძლობით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილი იქნება მოცულობითი კვლევა ქართული ბიზნესისთვის, იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც რეფორმის შედეგად, ქართულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო შესყიდვებში.

შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა