პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის - „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის - „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ღონისძიებას გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, საერთაშორისო ექსპერტები, ევროკავშირის პროექტის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე, გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ევროკავშირის მხარდაჭერით პროკურატურაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა და ევროკავშირის ახალ პროექტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ნათია მერებაშვილმა პროექტით გათვალისწინებული ის უმთავრესი მიმართულებები მიმოიხილა, რომლებიც საჭიროებების გათვალისწინებით, ევროკავშირის პროექტის გუნდის მიერ უწყებასთან კოორდინაციით განისაზღვრა.

ევროკავშირის სამწლიანი პროექტი პროკურატურის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, რომლებიც საქართველოს პროკურატურის განვითარების 2022-2027 წლის სტრატეგიის დოკუმენტშიც არის ასახული და აღნიშნული მიმართულებები პროკურატურის სტრატეგიის მიზნებს სრულიად შეესაბამება.

შეხვედრის დასასრულს პროექტის ანგარიში დამტკიცდა და პროექტის ბენეფიციარ უწყებებთან სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს