Financial Times - უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაბლოკა

უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უახლესი პაკეტის დამტკიცება დაბლოკა, - ამის შესახებ Financial Times-ს ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომელთა ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს.

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სანქციების მე-13 პაკეტს, რომლის სამიზნეც რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების 200-მდე მოქალაქე და ორგანიზაცია იყო.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-თან საუბარში განაცხადა, რომ უნგრეთი არ დათანხმდა ახალ სანქციებს სიაში ჩინური კომპანიების არსებობის გამო.

მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ უნგრეთის ელჩმა ცოტა მეტი დრო ითხოვა შინაარსის გასაანალიზებლად.

გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ დისკუსიები გაგრძელდება და წევრი ქვეყნების მინისტრები, სავარაუდოდ, ამ საკითხს მომავალ კვირას გამართულ შეხვედრაზე დააყენებენ. სანქციების პაკეტის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მომავალი კვირის ოთხშაბათს მიაღწევენ.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში 19 თებერვალს უნდა დაამტკიცონ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა