დავით კირკიტაძე - ივანიშვილის პარტიას მიაჩნია, რომ "საარჩევნო კოდექსში" ჩარევით გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა

ივანიშვილის პარტიას მიაჩნია, რომ "საარჩევნო კოდექსში" ჩარევით გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია.

"ეს ზღუდავს ოპოზიციის ჩართულობას პროცესებში. ივანიშვილი პარტიას მიაჩნია, რომ ამით გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვერც ერთი მსგავსი ჩარევა "საარჩევნო კოდექსში" ვერ მოუტანს მას წარმატებას, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, რომ ივანიშვილის პარტიამ ვერ შეასრულა ვერც ერთი პირობა, ვერ ამოიყვანა ქვეყანა ეკონომიკური გაჭირვებიდან, ვერ შექმნა მაღალანაზღაურებადი სამუშაოები, ამიტომ მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა," - განაცხადა კირკიტაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა