ალექსანდრე კრევო ასათიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის აშენების, ეკონომიკური ზრდის და რეფორმების გატარების გამოცდილება აქვს - ჩვენი ინიციატივებით შევძლებთ ევროკავშირში შესვლას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის აშენების, ეკონომიკური ზრდის და საჭირო რეფორმების გატარების გამოცდილება აქვს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო ასათიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვენი ინიციატივებით შესაძლებელია ქვეყნის გადარჩენა და ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია.

„ჩვენ შევდივართ კონკრეტული რეალური დემოკრატიული განვითარების ინიციატივებით. „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ ამ ქვეყანაში ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყნის აშენების, ეკონომიკური ზრდის და საჭირო რეფორმების გატარების გამოცდილება აქვს. გვინდა, გამოვიყენოთ ეს პლატფორმა იმისათვის, რომ ვაჩვენოთ, ვესაუბროთ მოსახლეობას ამ რეფორმების აუცილებლობაზე. ევროკავშირში შესვლა არის ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი, რომ ქვეყანა მილიონ ნახევარმა ქართველმა არ დატოვოს. ზუსტად ამ ჩვენი ინიციატივებით შევძლებთ ევროკავშირში შესვლას და ჩვენი ქვეყნის გადარჩენას”, - განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა