კრემლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად კოსმოსურ ბირთვულ იარაღს ავითარებს

კრემლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად კოსმოსურ ბირთვულ იარაღს ავითარებს.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსზე კომენტარს იქამდე არ გააკეთებს, სანამ თეთრი სახლი დეტალებს არ გამოაქვეყნებს. მაგრამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის გაფრთხილება იმის მცდელობაა, რომ აშშ-ის კონგრესმა თანხების გამოყოფა დაამტკიცოს.

„აშკარაა, რომ თეთრი სახლი კონგრესს მოუწოდებს, თანხების გამოყოფის კანონპროექტს მისცეს ხმა, ეს ნათელია. ვნახოთ, რა ხრიკებს გამოიყენებს თეთრი სახლი“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა გავრცელებულ ინფორმაციას „ბოროტი ფაბრიკაცია“ უწოდა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა ჯო ბაიდენს მოუწოდა, რომ საიდუმლო ინფორმაცია გაასაჯაროოს, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს. მოგვიანებით, ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაიკ ტერნერის მოწოდება რუსეთის მიერ კოსმოსში ბირთვული შესაძლებლობების განვითარებას უკავშირდებოდა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა