თინა ბოკუჩავა - კორუფციისთვის თანამდებობიდან ორჯერ მოხსნილი ღარიბაშვილი რომ კვლავ ასეთი აგრესიული ტონით ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს, მეტყველებს იმაზე, როგორი მოწყვეტილია ივანიშვილი ხალხის პრობლემებს

კორუფციისთვის თანამდებობიდან ორჯერ მოხსნილი ღარიბაშვილი რომ კვლავ ასეთი აგრესიული ტონით ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი მოწყვეტილია ივანიშვილი საზოგადოებას და ქართველი ხალხის პრობლემებს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქვეყანაში უნდა შევცვალოთ ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით შევიყვანოთ ევროკავშირში“.

„კორუფციისთვის თანამდებობიდან ორჯერ მოხსნილი ღარიბაშვილი რომ კვლავ ასეთი აგრესიული ტონით ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი მოწყვეტილია ივანიშვილი საზოგადოებას და ქართველი ხალხის პრობლემებს. ამიტომ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით შევიყვანოთ ევროკავშირში, დავამარცხოთ სიღარიბე, კორუფცია, უმუშევრობა და უპერსპექტივობა, შევქმნათ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები. ეს არის რეალური შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ამის პერსპექტივა, რომ ივანიშვილის პარტიას არ აქვს, დღევანდელმა ღარიბაშვილის ბრიფინგმაც მორიგ ჯერზე დაადასტურა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა