განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა გაიმართა

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში" - ზეპირი მოსმენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოკვლევის ჯგუფმა საჯარო სკოლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუსმინა.

სამუშაო შეხვედრაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის მხარდამჭერ მექანიზმებზე იმსჯელეს.

მოკვლევის ჯგუფმა განიხილა სასკოლო სასწავლო გეგმების შემუშავებაში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის, სკოლის კოლეგიალური ორგანოების ფუნქციონირების, ასევე მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ისაუბრეს სასკოლო პროცესებში მშობელთა ჩართულობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ აქტივობებზე, რომლებიც მოსწავლეებს საჭირო კომპეტენციებს უვითარებს.

„საკითხით დაინტერესებული პირებისგან მივიღეთ 100-მდე რეკომენდაცია და მოსაზრება. ზეპირი მოსმენის ფარგლებში მოვისმინეთ ძალიან ბევრი ისეთი წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების განვითარებას, მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობას სკოლის მართვის პროცესში. ვისაუბრეთ ამ ჩართულობის როლსა და აუცილებლობაზე", - განაცხადა თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა რიმა ბერაძემ.

მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი რიმა ბერაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა