აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ არდადეგები უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრის გარეშე დაიწყო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში არდადეგები დაიწყო, რომელიც თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

წარმომადგენელთა პალატაში სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს, ჯერჯერობით არ განუხილავთ.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან შესვენება კანონპროექტზე კენჭისყრის ჩატარებამდე გამოაცხადა.

„ჯონსონმა შესვენება გამოაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ დაასრულოს ზიანი, რომელიც ის აყენებს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ენდრიუ ბეიტსმა.

შეგახსენებთ, სამშაბათს, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და სხვა მოკავშირე ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა