ჯო ბაიდენი - უკრაინის მხარდაჭერაში წარუმატებლობა არასოდეს იქნება დავიწყებული

ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერაში წარუმატებლობა არასოდეს იქნება დავიწყებული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში არდადეგები ისე დაიწყო, სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს, არ განუხილავთ.

წარმომადგენელთა პალატის მიმართ კრიტიკული განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმაც გააკეთა.

მისივე თქმით, პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა შესვენება გამოაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ დაასრულოს ზიანი, რომელსაც ის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას აყენებს.

შეგახსენებთ, სამშაბათს, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და სხვა მოკავშირე ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს