ლევან ბეჟაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანება მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის მთავარი გასაღებია - ჩვენი მიზანია, 9-პუნქტიანი გეგმის ყველა საკითხზე მოსაზრებები წარვადგინოთ და უმრავლესობა ვაიძულოთ ეს საკითხები განიხილონ

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 9-პუნქტიანი გეგმის ყველა საკითხზე წარვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები და ვაიძულოთ უმრავლესობა, ეს საკითხები განიხილონ - ევროკავშირში გაწევრიანება მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის მთავარი გასაღებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" პროცესს ოპერატიულად წარმართავს.

"საზოგადოებას აქვს ობიექტური მოლოდინი, რომ ის საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს: ეკონომიკა, სიღარიბე, უმუშევრობა, ემიგრაცია უახლოეს პერიოდში გადაწყდება და პოლიტიკოსები შეძლებენ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას. სწორედ ევროკავშირში გაწევრიანება არის ამ პრობლემების გადაწყვეტის მთავარი გასაღები. მოლოდინი, რომ ამ პროცესს ობიექტურად წარმართავს და ოპერატიულ რეჟიმში განახორციელებს „ქართული ოცნება", არ გვაქვს. თუმცა, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 9 პუნქტიანი გეგმის ყველა საკითხზე წარვუდგინოთ ჩვენი მოსაზრებები და ვაიძულოთ ეს საკითხები განიხილონ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე 3 საკითხს განიხილავენ, კერძოდ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას არ ესწრებიან "ლელოს"დეპუტატები, მათი შეფასებით, ეს პროცესი იმიტაციაა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს