შალვა პაპუაშვილი - სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთოს - ეკონომიკური კატასტროფა არის ოპოზიციისთვის ხმის მიცემა, ეს არის ომი საქართველოში

სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს.

„ის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებს, ეს არავისში ეჭვს არ იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ გარდა დამაჯერებელი მოგებისა, ქართველმა ხალხმა საბოლოოდ ხმა გააგონოს ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ, ყველა რადიკალს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის რეკონსტრუქციას და ამიტომ მნიშვნელოვანია დაირაზმოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა მიანიჭოს „ქართულ ოცნებას“. ქართველმა ხალხმა, ახლა ამ არჩევნებში უნდა თქვას, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არა ომი, იყოს ეკონომიკური წინსვლა და არა ეკონომიკური კატასტროფა. ეკონომიკური კატასტროფა ეს არის ოპოზიციისთვის ხმის მიცემა, ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ეს არის ომი საქართველოში. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი. სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ