რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის შერყევას ცდილობს

დასავლეთი ცდილობს შეარყიოს სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში და ხელი შეუშალოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებას, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

„ვხედავთ დასავლელების სურვილს შეარყიონ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ასევე ხელი შეუშალოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებას, რამაც ამ რეგიონებში სიტუაციის გამწვავება გამოიწვია “, - განაცხადა პატრუშევმა.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორიიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა. 13 თებერვალს, დილით, საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ საპასუხო ოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც სომხური საბრძოლო პოსტი გაანადგურეს. სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად მათი 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს