ლაშა ტუღუში - ეს არ უნდა იყოს იმიტაციური პროცესი - ჩვენ რეფორმები რეალურად გვჭირდება

ეს არ უნდა იყოს იმიტაციური პროცესი - ჩვენ რეალურად გვჭირდება რეფორმები, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტი, რომ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის ჩართული, პროცესს აზიანებს, ამიტომ მან პარლამენტს მოუწოდა, მოიწვიონ სხვა ორგანიზაციებიც, რომლებსაც საკუთარი წინადადებები და კონცეფციები გააჩნიათ.

„აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მივყვეთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც აქვს მოცემულო ვენეციის კომისიას, ეუთო/ოდირს, ევროკომისიას იმისათვის, რომ ჩვენ ნაბიჯი წინ გადავდგათ. ჩვენ თუ გვინდა ევროკავშირთან მოლაპარაკებებში შევიდეთ, მაშინ ის რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, ამიტომ სერიოზულად უნდა შევხედოთ ამ პროცესს. ეს არ უნდა იყოს იმიტაციური პროცესი, ეს უნდა იყოს რეალური პროცესი. ჩვენ რეალურად გვჭირდება რეფორმები სასამართლოსი, ასევე ანტიკორუფციული სისტემის რეფორმებიც აუცილებლად გვჭირდება“, - განაცხადა ტუღუშმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა