შალვა პაპუაშვილი - დონორის პასუხისმგებლობა არ მთავრდება იქ, როცა ისინი ფულს ჩაურიცხავენ „ენჯეოებს“, ამას მოჰყვება მათივე პასუხისმგებლობა

რადიკალიზებული „ენჯეოები“ თანამდებობების გამო გაემიჯნენ პლატფორმას და ცხრა პუნქტთან დაკავშირებით მსჯელობას. მხოლოდ დონორებს შეუძლიათ, დააბრუნონ დემოკრატიულ კალაპოტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მათ ჰქონდათ არასამთავრობოებთან შეთანხმებული თანამშრომლობის ფორმატი და მათ აირჩიეს რადიკალიზაციისა და გამიჯვნის გზა.

მისი თქმით, ახლა, ამ „ენჯეოების“ დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება არის სრულად მათი დონორების პასუხისმგებლობის საკითხი.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმებული ფორმატი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან ერთად, რომლის წევრებიც იყვნენ ის ორგანიზაციებიც, რომლებმაც ბოლოს, ბოიკოტი გამოუცხადეს ამ პლატფორმას, რადგან თავისი წარმომადგენლები ვერ აირჩიეს სხვადასხვა თანამდებობაზე და ბოლოს დატოვეს ეს პლატფორმა. ამიტომაც არის, რომ ისინი, საბოლოო ჯამში, გაემიჯნენ პროცესს, თორემ „ისფედი“ თუ ,,საია" ისევე იქნებოდა ამ განხილვების მონაწილე, როგორც აქამდე იყვნენ. ეს ფორმატი გვქონდა შეთანხმებული. მათ აირჩიეს რადიკალიზაციისა და გამიჯვნის გზა. ახლა ამ „ენჯეოების“ დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება არის სრულად მათი დონორების პასუხისმგებლობა. მხოლოდ დონორებს შეუძლიათ, რომ რადიკალიზებული „ენჯეოები“, რომლებიც თანამდებობების გამო გაემიჯნენ პლატფორმას და ცხრა პუნქტთან დაკავშირებით მსჯელობას, დააბრუნონ ამ ფორმატში, დემოკრატიულ კალაპოტში. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მინდა, მივმართო მათ დონორებს, ეს არის მათი პასუხისმგებლობა. დონორის პასუხისმგებლობა არ მთავრდება იქ, როცა ისინი ფულს ჩაურიცხავენ ამ „ენჯეოებს“, ამას მოჰყვება მათივე პასუხისმგებლობა. „ენჯეოების“ მხრიდან, როდესაც ამ ფულის გამოყენება ხდება იმგვარად, რომ ისინი ხელს უშლიან დემოკრატიულ პროცესებს, საბოლოო ჯამში, ხდებიან პრობლემა დემოკრატიისთვის. ეს სრულად არის უკვე დონორების პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ დონორებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა მათი დაფინანსებით მოქმედმა „ენჯეოებმა“ უარი თქვან რადიკალიზმზე, დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესებს და იყვნენ მონაწილე საქართველოს ევროპული მომავლის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა