საქართველოს ბიზნესასოციაციამ ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობასთან ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს ბიზნესასოციაცია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლობას შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ისევე როგორც ეკონომიკურ რეფორმებს, ევროპულ ბაზარზე წვდომასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს. ასევე, განხილული იყო ბიზნეს საქმიანობის შესაძლებლობები საქართველოში და ზოგადი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი.

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ საელჩოს წარმომადგენლობას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყოველკვარტალური კვლევის, BAG ინდექსის, შედეგები გააცნო, სადაც ყურადღება გამახვილდა კვალიფიციური კადრების და ზოგადად შრომის ბაზარზე არსებულ ადამიანური რესურსების დეფიციტზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილული იყო ენერგეტიკული პროექტები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს შუა დერეფნის ფუნქციასა და როლზე, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს.

„საქართველოს ბიზნესასოციაციისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობები. მსგავსი შეხვედრები ემსახურება, როგორც გამოცდილების გაზიარებას, ასევე ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენას. მოხარულნი ვართ, რომ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლობასთან საქმიანი დიალოგი დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადავა“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი