ნინო ჩხობაძე - დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შოვის ტერიტორიაზე არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა აღარ შეიძლება - ერთხელ და სამუდამოდ, ქართველები უნდა მივეჩვიოთ როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება, ე.ი არ შეიძლება!

დღევანდელ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ამ ტერიტორიაზე, სადაც ეს მოვლენა განვითარდა, არავითარ შემთხვევაში არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა აღარ შეიძლება. ერთხელ და სამუდამოდ, ქართველები უნდა მივეჩვიოთ როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება, ე.ი არ შეიძლება! - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შოვში, მომხდარი სტიქიის არეალში არსებულ ინფრასტრუქტურის დემონტაჟზეცაა საუბარი.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ თავიდანვე ვიყავით პროცესებში ჩართული. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან, განსაკუთრებით, სააგენტოსთან. ჩვენ დღეს ვიღებთ ისეთ დასკვნას, რომელიც მკაფიოდ ამბობს რა მოვლენასთან გვქონდა საქმე. თავიდანვე ვამბობდით სპეციალისტებთან ერთად, რომ ის მოვლენა რაც განვითარდა შოვში, იყო უჩვეულო, პირველი და განსხვავებული. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი მოვლენები კიდევ განვითარდეს კავკასიონზე. როგორიც არის პროგნოზირება ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ახლა დადგა დრო - რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ განმეორდეს არც ბაღდათი და არც შოვი, არც გვქონდეს ასეთი ადამიანური მსხვერპლი. რა არის ამისთვის საჭირო: ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან მძლავრი სისტემა სხვადასხვა მიმართულებით. ერთია კვლევები რომელიც მიმდინარეობს, მაგრამ იქნება სავალდებულო კვლევები და დასკვნა, რომელსაც სპეციალისტი დადებს უნდა იყოს მკაფიო. დღევანდელ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ამ ტერიტორიაზე სადაც ეს მოვლენა განვითარდა, არავითარ შემთხვევაში არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა აღარ შეიძლება. ერთხელ და სამუდამოდ, ქართველები უნდა მივეჩვიოთ როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება, ე.ი არ შეიძლება! არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟზეცაა საუბარი.

თქვენ იცით, რომ რამდენიმე თვით ადრე იყო დამტკიცებული შოვის განვითარების გეგმა. იურიდიულად, ფაქტობრივად დღესაც მოქმედია. ანუ დღესაც უნდა ვიგულისხმოთ და ვივარაუდოთ, რომ 13-სართულიანი შენობის აშენება იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს მოვლენა მოხდა, შესაძლებელია. იურიდიულად კი, მაგრამ ახლა ამ დასკვნაში მკაფიოდ წერია, რომ „არ შეიძლება“! დასკვნა ამბობს, რომ კიდევ შესაძლებელია ღვარცოფული ნაკადის ჩამოსვლა. ამის საფუძველზე უნდა გაუქმდეს ის დოკუმენტი, რომელიც მიიღო საკრებულომ“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასების ანგარიშში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება. ამავე ანგარიშის თანახმად, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე