გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან შეხვედრა გამართა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მუშაობის სპეციფიკაზე და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა