გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 25 წლის იუბილე მეგობრების კლუბის პრეზენტაციით აღნიშნა

გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, 2024 წელი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისთვის საიუბილეო წელია.

მათივე ცნობით, საქართველოში 25 წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად, 15 თებერვალს, სასტუმრო „უინდემ გრანდ თბილისში” საიუბილეო ღონისძიება და მეგობრების კლუბის პრეზენტაცია გაიმართა.

„საიუბილეო ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ცისკარაშვილმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, აზერბაიჯანის და საქართველოს ოფისების დირექტორმა, მარიამ ხანმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ. მადლობის სიგელები გადაეცათ იმ უწყებებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც UNFPA-სთან თანამშრომლობით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მოსახლეობისა და განვითარების კაიროს საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამის მიზნების მიღწევასა და პრიორიტეტების განხორციელებაში.

საიუბილეო ღონისძიებაზე გაიმართა UNFPA-ის მეგობრების კლუბის პრეზენტაციაც. მეგობრების კლუბი UNFPA-ის საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთიანი ძალისხმევით ჩაერთვებიან ადვოკატირების საქმეში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც თითოეული ადამიანი, განსაკუთრებით ქალები და გოგოები, შეძლებენ ისარგებლონ ადამიანის ძირითადი უფლებებით, მათ შორის, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებებით, იცხოვრონ გენდერული ძალადობისა და საზიანო პრაქტიკისგან თავისუფალ და თანასწორ გარემოში და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.

UNFPA-ის საქართველოს ოფისი 1999 წელს გაიხსნა. უკვე 25 წელია, UNFPA-ის საქართველოს გუნდი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში, რათა ყველა ორსულობა იყოს სასურველი, ყველა მშობიარობა - უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდის პოტენციალი - რეალიზებული. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების და გენდერული თანასწორობის ადვოკატირებით და საჯარო პოლიტიკის და სისტემების გაძლიერებით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრისთვის ბრძოლით, ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერით, მოსახლეობის დინამიკის შესახებ ხარისხიანი მონაცემების შეგროვებით, ანალიზით და ქვეყნის მდგრადი განვითარების დაგეგმვისათვის მათი გამოყენების ხელშეწყობით, UNFPA-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს წინსვლასა და განვითარებაში.

UNFPA-ს საქართველოს გუნდი, თავის პარტნიორებთან: სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან, აქტივისტებთან, ხელოვანებთან და სპორტსმენებთან ერთად, პირდაპირი გზით უწყობს ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზებას და აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ ადამიანი, მისი უფლებები და არჩევანი მუდმივად იდგეს მდგრადი განვითარების ცენტრში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს