რიში სუნაკი - ალექსეი ნავალნი წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდა მთელი ცხოვრების მანძილზე

ეს საშინელი ამბავია. ალექსეი ნავალნი, რომელიც გამძვინვარებით იცავდა რუსულ დემოკრატიას, წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდა მთელი ცხოვრების მანძილზე, - ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუს ხალხთანაა, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა“, - წერს რიში სუნაკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.

უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა