საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მივიდა.

მიუნხენის მესამოცე კონფერენცია ცოტა ხნის წინ გაიხსნა. კონფერენციის გახსნისას პატივი მიაგეს რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის, რომლის გარდაცვალების შესახებ ცნობა დღეს გავრცელდა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness).

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქართველოს პრეზიდენტის გარდა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს