გიგი წერეთელი ნავალნიზე - უმძიმესი ფაქტია - მისი სიკვდილი რუსეთში არსებული დიქტატურის სახეა

ნავალნის მკვლელობა, უმძიმესი ფაქტია - „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამძიმარი მსოფლიოში თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს ეკუთვნის.

მისი თქმით, ნავალნი იყო პუტინის გამორჩეული კრიტიკოსი და "მისი სიკვდილი არის რუსეთში არსებული დიქტატურის სახე" და თუ როგორ უსწორდება კრემლი ოპონენტებს.

“მას სასიკვდილო განაჩენი მაშინ გამოუტანეს, როცა ბოლოს გადაასახლეს არქტიკაში და უმძიმეს პირობებში ჰყავდათ. ასე რომ ძალიან სამწუხაროა რასაც ვამბობ, მაგრამ ეს იყო მოსალოდნელი და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ერთ დღეს, ყველა ადამიანი, ვინც ბრალდებული იქნება აუცილებლად და დამნაშავეა ამ საქმესა და სხვა მსგავს საქმეებში, აუცილებლად აგებს პასუხს. არაფერია მუდმივი და სამწუხაროა, რომ ადამიანებს ეს არ ესმით”, - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს