თავდაცვის მინისტრი მე-4 ქვეით ბრიგადას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. პირველი ვიზიტი მან ვაზიანში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო ბაზაზე არსებული მდგომარეობა ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს.

„თავდაცვის მინისტრს აღმოსავლეთის სარდლობის სტრუქტურის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ წარუდგინა. მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო მიმდინარე პროექტების შესახებ. ირაკლი ჩიქოვანმა მხარდაჭერა აღუთქვა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სამომავლო გეგმების წარმატებით განხორციელებაში.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ეკიპირება დაათვალიერა. მინისტრი განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული ყაზარმები, ლაზარეთი, სიმულაციების ცენტრი, სპორტული დარბაზი და ჯავშანტექნიკის საცავები მოინახულა.

მინისტრი სამხედრო მოსამსახურეების კვებითი უზრუნველყოფის პირობებსაც გაეცნო და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს