არმაზ ახვლედიანი ალექსეი ნავალნიზე - თანამედროვე სამყაროს ყველაზე პირსისხლიანმა ჯალათმა, პუტინმა მოკლა სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის გმირული, გაუტეხელი ბრძოლის მსოფლიო სიმბოლო

ალექსეი ნავალნი ყოველთვის დარჩება სანუკვარი სამოქალაქო სინდისისა და გამბედაობის ჩაუქრობელ სანთლად, აღვირახსნილ ტოტალიტარიზმთან უკომპრომისო ბრძოლის ყველაზე დიდებულ მაგალითად,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სამყარო უნდა დაირაზმოს მკვლელი რეჟიმის დასამარცხებლად.

„თანამედროვე სამყაროს ყველაზე პირსისხლიანმა ჯალათმა, პუტინმა მოკლა სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის გმირული, გაუტეხელი ბრძოლის მსოფლიო სიმბოლო. ალექსეი ნავალნი ყოველთვის დარჩება სანუკვარი სამოქალაქო სინდისისა და გამბედაობის ჩაუქრობელ სანთლად, აღვირახსნილ ტოტალიტარიზმთან უკომპრომისო ბრძოლის ყველაზე დიდებულ მაგალითად!

გასულ პარასკევს, პრაღაში, ერთ მნიშვნელოვან კონფერენციაზე მიმიწვიეს სამოქალაქო გამბედაობაზე სასაუბროდ. ჩემი მოხსენება სწორედ ალექსეი ნავალნის მივუძღვენი და ვთქვი, რომ ის, პატიმრობის სასტიკი პირობების მიუხედავად, სამყაროს ყველაზე დიდი მოქალაქე და სამართლიანობისათვის ბრძოლის აღმაფრთოვანებელი სიმბოლოა!

სამყარო უნდა დაირაზმოს მკვლელი რეჟიმის დასამარცხებლად!

პუტინმა ნავალნის მკვლელობით განიზრახა რეჟიმის შეცვლის დარჩენილი, მცირე, ბოლო იმედის მოკვლა, თუმცა გონებადაბინდულმა დიქტატორმა ვერ გათვალა მთავარი - ეს იმედი და სამართლიანობისთვის ბრძოლის ჟინი ალექსეი ნავალნის მკვლელობით მხოლოდ გაასმაგდა! ამ ბრძოლაში თავზეხელაღებული რეჟიმები და მათი სატელიტები განწირული არიან მარცხისთვის!

ალექსეი ნავალნის ცხოვრებამ, თავდადებამ, ტანჯვამ და წამებით აღსასრულმა უნდა გაგვაერთიანოს მილიონობით მოქალაქე მისი გაუხუნარი იდეალებისთვის უკომპრომისო ბრძოლაში ღირსეული გამარჯვებისთვის“,- წერს ახვლედიანი.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს