მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო - რაფაჰში ისრაელის მიერ განხორციელებული შეტევის შემდეგ პალესტინელების უფლებების დასაცავად დამატებითი გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობა არ არსებობს

რაფაჰში ისრაელის მიერ განხორციელებული შეტევის შემდეგ პალესტინელების უფლებების დასაცავად დამატებითი გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, - ამის შესახებ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ ღაზის სექტორსა და რაფაჰში არსებული „საშიში ვითარება“ „დროებითი გადაუდებელი ზომების დაუყოვნებლივ და ეფექტურ განხორციელებას“ მისი 26 იანვრის ბრძანების შესაბამისად მოითხოვს და დამატებითი გადაუდებელი ზომების მიღება საჭირო არ არის.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ აფრიკამ სასამართლოს სთხოვა განეხილა, მოითხოვდა თუ არა ქალაქ რაფაჰში ისრაელის მიერ გამოცხადებული სახმელეთო ოპერაციის განხორციელების გეგმა დამატებითი გადაუდებელი ზომების მიღებას.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს