ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ   ცნობიერების ამაღლების მესამე ფორუმი ჩატარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ ცნობიერების ამაღლების მესამე ფორუმი ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი კანონის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხზე.

„ფორუმი გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნინო ჩოხელმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო თხილავამ შეხვედრის მონაწილეებს წყლის რესურსების მართვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ვითარება და კანონიდან გამომდინარე სიახლეები გააცნო. ასევე, ისაუბრა კანონის ამოქმედების სხვადასხვა ეტაპსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

აღნიშნული კანონი თანამედროვე სტანდარტებს ამკვიდრებს წყლის რესურსების მართვისა და მოხმარების მიმართულებით. მისი მიზანი წყლის რესურსების დაცვა, წყლის ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესება და სააუზო მართვის სისტემის შემოღებაა. გარდა ამისა, ახალი კანონი ხელს შეუწყობს მთელი ქვეყნის მასშტაბით წყლის რესურსების სამართლიან განაწილებას.

ფორუმს პარლამენტის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქვემო ქართლის მხარის ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა USAID–ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას