მიხეილ სარჯველაძე - სრული ამორალურობაა პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც რეჟიმის მსხვერპლია - უსუსური მცდელობაა პარალელი ნავალნისა და სააკაშვილის შემთხვევას შორის

სრული ამორალურობაა ახლა რაღაც პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც რეჟიმის მსხვერპლია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას შორის პარალელის გავლების მცდელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ამას „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მეგობრების მხრიდან უტიფარი და უსუსური სპეკულაცია უწოდა.

„ეს მორიგი სპეკულაციაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან , მისი მეგობრების მხრიდან შემოთავაზებული საზოგადოებისთვის, უტიფარი და სრულიად უსუსური მცდელობაა, რომ რაიმე პარალელი და განზოგადების საშუალება ნახონ ნავალნისა და სააკაშვილის შემთხვევას შორის. არც არსებობს სააკაშვილის შემთხვევა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამაოდ დაშვრებიან, თუკი ეცდებიან რაღაც პარალელის მონახვას, იმიტომ, რომ ყველა მანამდელი ინსინუაცია, რომელსაც ნავალნისგან განსხვავებით, სთავაზობდა სააკაშვილი საზოგადოებას, ამაში მილიონობით ფულს ხარჯავდა, აღმოჩნდა ტყუილი. დიდი ხნის განმავლობაში არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ მართლაც საერთაშორისო საზოგადოებას კვებავდა მცდარი ინფორმაციით და ეს ყველასთვის გასაგებია. უტიფრობაა ეს ამავდროულად, იმიტომ, რომ სააკაშვილი არის კაცი, რომელმაც დაატრიალა საპატიმროებში ის, რაც დაატრიალა. შემაძრწუნებელი ფაქტებით დახუნძლული იყო, სამწუხაროდ, მისი სახელმწიფო მოღვაწეობა და პენიტენციურში ყველას კარგად ახსოვს რა ხდებოდა და არა მხოლოდ პენიტენციურში, ეს იყო პერიოდი, როცა გვამებს ითხოვდნენ სპეციალურად სახელდახელოდ მოწყობილი სპეცოპერაციების დროს და ა.შ. ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, უბრალოდ სპეკულაციაა ახლა შემოთავაზებული მცდელობები პარალელის გავლებასთან დაკავშირებით, არავითარი კავშირი არ შეიძლება აქ დანახულ იქნას. ასევე, პოლიტიკური უტიფრობაა იმ ხალხის მხრიდან, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ „შემოქმედებაში“ მეტ- ნაკლებად წვლილი მიუძღვის - ყველას კარგად გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ როდესაც ახლა ასეთი ტიპის სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ საზოგადოებას, უბრალოდ პასუხი უნდა გასცენ კითხვას იმასთან დაკავშირებით, როგორია მათი დამოკიდებულება გინდა გირგვლიანის, გინდა შავაძის, რობაქიძის შემთხვევასთან დაკავშირებით და სხვა. ეს არის სრული ამორალურობა ახლა რაღაც პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც რეჟიმის მსხვერპლია“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, მან ტყუილი უწოდა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის სახით გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ მმართველ პარტიაში ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარს არ აცხადებენ და დუმან.

„ტყუილია, რომ „ქართული ოცნება“ დუმილს ინარჩუნებს. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, არაერთი შეფასება გაკეთდა და სწორი დამოკიდებულება იქნა გაცხადებული - დიახ, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შემთხვევა, მძიმე შემთხვევაა ბევრი თვალსაზრისით და მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ ის არის, რა თქმა უნდა, მსხვერპლი არასწორი დამოკიდებულებისა, არის მსხვერპლი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა, ამიტომ, ბუნებრივია, არავის არ აქვს უფლება, დღეს საქართველოში ისაუბროს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე დუმილით შეხვდა ამ გარემოებას და რეაქცია არ აქვს. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციაში არის ეს პრობლემები დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევასთან და ამის მსხვერპლი საქართველოც გამხდარა საუბედუროდ“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში