კახა კალაძე - ლევან თედიაშვილი იყო მოვლენა, არა მხოლოდ ქართულ, მსოფლიო სპორტში - ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების, სპორტული საზოგადოებისა და  მთელი საქართველოს გულისტკივილს

თბილისის მერი კახა კალაძე მოჭიდავე ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ნამდვილი ლეგენდა, თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.

ლევან თედიაშვილი იყო მოვლენა, არა მხოლოდ ქართულ, მსოფლიო სპორტში. მან ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა.

მთელი გულით ვიზიარებ ლევან თედიაშვილის ოჯახის წევრების, ქართული სპორტული საზოგადოების, მთელი საქართველოს გულისტკივილს“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 197

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა