სოზარ სუბარი ნიკა გვარამიაზე - სხვებთან ერთად, მანაც უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც ეკუთვნის როგორც სააკაშვილის დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთ შემოქმედს - სანამ ამ ყველაფერს არ იზამს, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის

ნიკა გვარამია ხელისუფლების პოზიციის უბრალოდ გამხმოვანებელი კი არ იყო, არამედ შემოქმედი იყო იმ ბოროტებების და დანაშაულების, რომლებსაც მაშინ სჩადიოდა სააკაშვილის ხელისუფლება, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიას მიერ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

სუბარის თქმით, გვარამიამ უნდა მოინანიოს მის მიერ ჩადენილი შეცდომები და ასევე პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე, როგორც დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთმა შემოქმედმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის.

„მან უნდა მოინანიოს კიდევაც, რომ საზოგადოებისთვის თვალის გასწორების უფლება ჰქონდეს და ჩვენებები უნდა მისცეს ამ ყველაფერზე სასამართლოს და სხვებთან ერთად, მანაც მოიხადოს სასჯელი, რომელიც ეკუთვნის, როგორც ამ დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთ შემოქმედს. სანამ ამ ყველაფერს არ იზამს, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის, იმიტომ რომ ისეთივე კრიმინალია, როგორც ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, სააკაშვილი და სხვები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა