გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიაზე - აღიარების შემდეგ ვერ უნდა ბედავდეს სასამართლოზე და მედიაზე ლაპარაკს - ამ ქვეყანაში არ არსებობდა მედია, პარლამენტი, ადამიანის, პატიმრების უფლებები - ის და მისი ავაზაკი მეგობრები მართავდნენ ქვეყანას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამია ვერ უნდა ბედავდეს სასამართლოზე და მედიაზე ლაპარაკს მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყო გადაცდომები.

„ქვეყანაში არ არსებობდა მედია, ტელევიზიები, პარლამენტი, იმიტომ, რომ ის [გვარამია] და მისი ავაზაკი მეგობრები მართავდნენ ქვეყანას. ასევე არ არსებობდა ადამიანის უფლებები, პატიმრების უფლებები, არ არსებობდა არავითარი თავისუფალი არჩევანი და კიდევ ბევრი რამ. არსებობდა ის და სხვა კრიმინალები და ავაზაკები, რომლებიც მასთან ერთად სულს ხდიდნენ ამ ქვეყანას. ის იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ აღვირახსნილი რეჟიმის“, - განუცხადა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ნიკა გვარამია პირდაპირ ადეიშვილის დავალებებს ასრულებდა და ვერავითარი ქადაგება და მესამე პირში საუბარი, რომ თურმე ვიღაცები არღვევდნენ, არ გამოვა.

„მედია, ტელევიზიები, პარლამენტი არ არსებობდა ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ის [გვარამია] და მისი ავაზაკი მეგობრები მართავდნენ ქვეყანას. ასევე არ არსებობდა ადამიანის უფლებები, არ არსებობდა პატიმრების უფლებები, არ არსებობდა არავითარი თავისუფალი არჩევანი. კიდევ ბევრი რამ არ არსებობდა. არსებობდა ის და სხვა კრიმინალები და ავაზაკები, რომლებიც მასთან ერთად სულს ხდიდნენ ამ ქვეყანას. ის იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ აღვირახსნილი რეჟიმის. ძალიან კარგად მახსოვს, ვის დაკრულზე ცეკვავდა და ვის დავალებებს ასრულებდა, თუ როგორ იყო პირდაპირ ადეიშვილთან მიერთებული. ვერავითარი ქადაგება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ისინი, ვიღაცები არღვევდნენ, მესამე პირში საუბარი არ გამოვა. პირველ პირში და საკუთარ თავზე უნდა ისაუბროს. მოინანიოს ყველა ცოდვა და შემდეგ კანონი და ხალხი განსჯის მას, მაგრამ არჩევნებზე შანსი არ ექნება“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება