ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა

ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარი მის ოჯახს დაუყოვნებლივ გადაეცეს“, - განაცხადა ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა.

კირა იარმიში ნავალნის დედისთვის გადაცემულ ოფიციალურ შეტყობინებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე გარდაიცვალა.

იარმიშის ცნობით, ნავალნის ცხედარი რუსმა გამომძიებლებმა „კვლევების“ ჩასატარებლად ციხის მახლობლად მდებარე ქალაქ სალეხარდში გადაასვენეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ნავალნის დედა, ლუდმილა ნავალნაია, ალექსეი ნავალნის ადვოკატის თანხლებით იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის კოლონიაში გაემგზავრა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა