დავით მათიკაშვილი - თუკი რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, ეს ნიშნავს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლას - ხაზარაძე საკუთარი ტყუილების ლაბირინთშია გახლართული

ხაზარაძე საკუთარი ტყუილების ლაბირინთში არის გახლართული და ახლა უნიჭოდ ცდილობს, რომ ამ ლაბირინთიდან გამოძვრეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ლელოს“ ინიციატივებზე - საპენსიო ზრდასთან და რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლას გამოიწვევს.

რა თქმა უნდა საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ თუკი რუსეთს სანქციებს დავუწესებთ ეს იმთავითვე ავტომატურად ნიშნავს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კიდევ უფრო მეტი, ეს არის კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლა. როდესაც ჩვენს ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები აქვს, ამ რეჟიმში რუსეთთან დამატებითი კონფრონტაცია რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ხაზარაძე და მისი ტყუილები საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ის ვერანაირად თავს ვერ აარიდებს მისივე ნათქვამ ამ ტყუილებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა