შალვა პაპუაშვილი გვარამიაზე - ვინც იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი და წვლილი შეიტანა წამების სისტემის ჩამოყალიბებაში, ყველა ვალდებულია, საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოსცილდეს

ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტების და ლიდერების აღიარებები. აღიარების სივრცე, არც არსებობს. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ლიდერებმა, უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

„ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ლიდერებმა, უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ეს არის მათი პასუხისმგებლობა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. ყველა, ვინც იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი და თავისი წვლილი შეიტანა იმ წამების სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც მაშინ არსებობდა, ყველა ვალდებულია, რომ ჩამოსცილდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას, დაკავდეს თავისი კერძო ცხოვრებით, განავითაროს თავისი სხვა უნარები, რომელიც სურს, მაგრამ მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიუღებელია, ვინაიდან არიან ადამიანის ღირსების შემლახველი რეჟიმის წარმომადგენლები. მათი რეინკარნაცია არის დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი