შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის და ნავალნის შედარება უინტერესოა - სააკაშვილი  სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა და რეჟიმი შექმნა

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკითხი არის მარტივად, ის გახლავთ სისხლის სამართლის დამნაშავე და ყოველგვარი შედარება უინტერესოა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა საკუთარი სასჯელის ყოველი დღე მოიხადოს.

მისი თქმით, ეს არის მათი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების წინაშე.

„ყოველგვარი შედარება ზოგადად უინტერესოა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკითხი არის მარტივად - ის გახლავთ სისხლის სამართლის დამნაშავე, თან არა მსუბუქი დანაშაულისთვის, არამედ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა და რეჟიმი საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მან საკუთარი სასჯელის ყოველი დღე მოიხადოს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების წინაშე. ნებისმიერი შედარება ყოველგვარ მიზანს არის მოკლებული. ჩვენთვის მთავარი ფოკუსი არის მიხეილ სააკაშვილი, როგორც დამნაშავე. მან უნდა მოიხადოს საკუთარი სასჯელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა