შალვა პაპუაშვილი მიუნხენში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზე - ეს ზურაბიშვილის კერძო მოგზაურობაა და მისი შინაარსი უინტერესოა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, ეს ზურაბიშვილის კერძო მოგზაურობაა და მისი შინაარსი უინტერესოა.

„ეს გახლავთ ქალბატონ სალომეს კერძო მგზავრობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უცნობი და უინტერესოა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა ხელისუფლება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ იქ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება.

„რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილია იქ უმაღლეს დონეზე, კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, ეს გახლდათ პოლიტიკური აქტი, რომ პირველი ვიზიტი ბრიუსელში, ევროკავშირში და ნატო-ში შედგეს. პრემიერ-მინისტრს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ევროკავშირის და ნატო-ს ყველა ხელმძღვანელთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში