ილია დარჩიაშვილი სტეფან სეჟურნეს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფან სეჟურნესთან.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მზადყოფნა გამოთქვა მასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

„შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისწრაფებების, ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აღიარებაა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების პროგრესს და მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, განაგრძობს საქართველოს მიმართ მხარდაჭერის კონსოლიდირებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მაღალი დონის სტრატეგიული ფორმატის „დიმიტრი ამილახვარის ქართულ-ფრანგული დიალოგის" მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში.

აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის პოზიტიური დინამიკა და იმედი გამოითქვა, რომ აღნიშნული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში