სალომე ზურაბიშვილი - თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა იქნება პოლარიზაციის დასასრული -პოლარიზაციით არ ვარ შეწუხებული, რადგან არავინ იცის როგორ შეამციროს ის

თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა საქართველომ ეს გამოცადოს) ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და [ქვეყნის] ერთად მართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ჟურნალისტის კითხვაზე: როგორ აპირებთ მთავრობაზე ზეწოლას ევროკავშირის რეფორმების რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პოლარიზაციას, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საკითხადაა განსაზღვრული? ზურაბიშვილმა უპასუხა: „ამ მხრივ მე არ ვარ შეწუხებული, რადგან არავინ იცის როგორ შეამციროს პოლარიზაცია - არცერთმა ევროპულმა ქვეყანამ და არც ამერიკამ“.

„გარკვეულწილად, ეს ასევე დამოკიდებული იქნება არჩევნების [შედეგზე]. თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა საქართველომ ეს გამოცადოს) ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და [ქვეყნის] ერთად მართვა.

ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილმა უპასუხა დეოლიგარქიზაციაზე დასმულ კითხვას, შეიძლება შეაფერხოს თქვენი ევროკავშირში გაწევრიანების შანსები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ? - რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა: „ის [ივანიშვილი] აღარ არის [პოლიტიკურ] სპექტრს მიღმა, რადგან ის ისევ პოლიტიკურ პარტიაშია, ასე რომ, ეს ყველაფერი ნათელია. გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება“.

მაგრამ არსებობს რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მივყვეთ. ისევ და ისევ უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობასა და პარლამენტს ეკისრება, ჩვენ ვნახავთ რის გაკეთებას აპირებენ უახლოეს თვეებში, რადგან ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში