ილია დარჩიაშვილი - ორმხრივ ფორმატებში მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა აღნიშნული ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს

საქართველო ყოველთვის იყენებდა მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმს, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად წარმოგვეჩინა და გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა პარტნიორებთან იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც არის ჩვენს რეგიონსა და მის მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოში მოიწვია.

მისი თქმით, ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა აშშ-ის დელეგაციასთანაც. ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს. ასევე, ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან.

მისივე განცხადებით, პარალელურად იმართება ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

„მქონდა გაცნობითი შეხვედრა ახალ დანიშნულ ფრანგ კოლეგასთან. საფრანგეთი ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და სწორედ მასთან თანამშრომლობა და კიდევ უფრო მეტი დინამიკა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალ გზაზე, რათა გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, იგი ასევე შეხვდება მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმის ხელმძღვანელს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება გზები, თუ როგორ შეიძლება საქართველო კიდევ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანესი პლატფორმის ფორმატებში, რაც, დარჩიაშვილის განცხადებით, ახალ შესაძლებლობებს მოიტანს.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა