ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო'ბრაიანს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმს ო'ბრაიანთან შეხვედრა გამართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოსა საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

„მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე. ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ და ამ კუთხით აღინიშნა ო' ბრაიანის წარმატებული ვიზიტი გასულ წელს საქართველოში.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების გზებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს